mamuka14

როგორ სთავაზობენ საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები გარე ძალებს საკუთარ თავს გამოსაყენებლად

მეტად უცნაური რამეები ხდება შიდა პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ტოვებს სიჯანსაღის განცდას. გასული კვირა იმითაც იყო უცნაური, რომ 1991 წლის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების ნაწილი შეიკრიბა და, როგორც თავად უწოდებენ, კანონიერი ხელისუფლება აღადგინეს. და თუმცა არ მგონია, ამ პროცესს გაგრძელება ჰქონდეს, მართლაც უცნაურია, რატომ გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაინცდამაინც ახლა? – ამ და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.

mamuka 333

რატომ ჩამოყალიბდა თანამედროვე მსოფლიოში პრივილეგირებული სახელმწიფოები, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ

უცნაური მსოფლიო ჩამოყალიბდა: გამოცხადდა, რომ ირანის სულიერი ლიდერი უნდა მოკვდეს (იმისდა მიუხედავად, მომწონს თუ არა ის და მისი საქმიანობა, ცოტა უხერხულია ადამიანზე ნადირობის გამოცხადება). ამის პარალელურად, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ შეიძლება, ჰქონდეს პაკისტანს; ისრაელი შეიძლება, თავს დაესხას ნებისმიერს, ვინც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის, მაგრამ, თუ სხვა სახელმწიფო დაესხმება იმავე მოტივით თავს მეორე სახელმწიფოს, ეს დასაგმობია. ბუნებრივია, პოლიტიკა ყოველთვის მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ახლა აღარაფერი იმალება, რაც ბადებს ეჭვს, რომ უკვე აღიარებულია მთავარი სახელმწიფოები, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ და მეასეხარისხოვნები, რომლებსაც ისე აბურთავებენ, როგორც ეს პირველხარისხოვნებს მოეპრიანებათ, – ამ თემაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას. ვრცლად »

mamuka 333

რატომ მიიჩნევა საქართველოში საფრთხედ მხოლოდ რუსული გავლენა

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.06

არ ვიმჩნევთ, რომ ეს ჩვენი გზაჯვარედინი არა მხოლოდ ეკონომიკური აქტივობისთვისაა სასურველი არეალი, არამედ სპეცსამსახურებისთვისაც მეტად მომხიბვლელია (ამიტომაც მხოლოდ „რუსული კანონი“ გვაწუხებს), თუნდაც, ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც პოლიტიკურ ინტერესზეა გადაჯაჭვული. ამის მიუხედავადაც, მხოლოდ რუსული დაფინანსებაა მიჩნეული მთავარ პრობლემად და არავინ ახსენებს არც უახლოესი სამეზობლოს და არც შორეულის ინტერესებს, შესაბამისად, არც მათი სპეცსამსახურების მოქმედებებს, იმას გარდა, რომ აღიარებულია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები მხოლოდ კეთილი ზრახვებით თუ გაგვაკონტროლებენ. რატომ იჩქმალება ეს პრობლემა და რატომ არასდროს ვეძიებით, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში? – ამ თემაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ვრცლად »

mamuka 333

რატომ იწყებენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში მრავალვექტორულ პოლიტიკას დასავლური დროშით, როდესაც ეს რუსეთს სჭირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაუფარავად აცხადებს, რომ საფრანგეთი სომხეთს ახალი ომისთვის ამზადებს და ამ მიზნით, იარაღით ამარაგებს. მართალია, ოფიციალურად ბაქო არაფერს ამბობს, მაგრამ არაოფიციალურად, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს პრეზიდენტის ფრანგულ გადახვევებს, როგორც აზერბაიჯანისადმი არაკეთილმეზობლობის გამოვლინებას. ახლახან სომხეთმა საფრანგეთისგან ჯავშანმანქანები შეიძინა, რაც, ბუნებრივია, საქართველოს გავლით მიეწოდა. ვფიქრობ, საერთაშორისო ნორმები არ დარღვეულა, თუმცა არც კი ვიცი, მოქმედებს თუ არა დღევანდელ მსოფლიოში რამე საერთაშორისო შეთანხმება. შესაბამისად, იბადება კითხვები: რატომ უნდა იყოს საფრანგეთის გეოპოლიტიკური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყება, იმას გარდა, რომ, რაც უნდა მოამარაგოს იარაღით, როგორ შეძლებს სომხეთი აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემის დამარცხებას? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »

mamuka 333

ხალი თაობა 31.01.2024 „ის, რაც ხდება, კლანებს შორის ბრძოლაა“

მამუკა გიორგაძე: „სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოურ აზროვნებას“
„პოლიტიკური კლასის ფაქტობრივი არარსებობით იქმნება ნიადაგი რუსული
სპეცსამსახურის პარპაშისათვის“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში მომხდარ საკადრო გადაადგილებებსა და სხვა პროცესებზე „ახალი თაობა“
ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“საპატიო
თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ პრემიერი არ შეიცვლება. ამასთან, მან ახსენა კორუფციის
პრობლემა. ამ სიტყვებიდან ერთი თვის თავზე პრემიერი შეიცვალა ვრცლად »
mamuka 333

რატომ ცდილობენ სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს კულტურისა და ისტორიის მითვისებას

თავდაპირველად მხოლოდ საზოგადოებრივი აზრისა და მედიის დონეზე ინერგებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანში მოსაზრება, რომ ნარიყალა თურქული ციხეა, რომ ქართველები ქვემო ქართლში ისტორიულ ტოპონიმებს, ანუ თურქულ სახელწოდებებს უცვლიან დაბებსა და სოფლებს (არადა სწორედაც რომ, ისტორიული სახელწოდებები დავუბრუნეთ ქართულ დაბებსა და სოფლებს და მერე რა, რომ იქ დღეს ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?!). ახლა უკვე აზერბაიჯანელი მეცნიერები გამოთქვამენ აზრს, რომ არათუ თბილისი, ზოგადად, აღმოსავლეთი საქართველო აზერბაიჯანის კუთვნილება იყო და დღესავით ნათელია, რომ ამას ისინი ვერ იტყვიან ოფიციალური ბაქოს თანხმობისა და მითითების გარეშე, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი ოფიციალურად პატივისცემას გამოხატავს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, ანუ ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ შორის აქტიური მიმოსვლა და ძმური სიყვარულის ორმხრივი მტკიცებაა. რისკენ ისწრაფვის აზერბაიჯანი? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »

მამუკა აააა

ახალი თაობა 6.12.2023 „უნდათ, საზოგადოება შეაჩვიონ იმას, რომ აფხაზეთი ცალკე სუბიექტია“

მამუკა გიორგაძე: „მარიონეტულ რეჟიმთან პოლიტიკაზე დალაპარაკება ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღიარებ და ცალკე სუბიექტად მიიჩნევ“.
„საქართველოში კონკურენტული საარჩევნო გარემო არ არსებობს“
მარიამ მჭედლიშვილი
საარჩევნოდ შექმნილ სიტუაციასა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka 123

ახალი თაობა 23.11.2023 „სალომე ზურაბიშვილს არ უნდა, რომ იყოს ნამდვილი პოლიტიკური ლიდერი“

მამუკა გიორგაძე: „ბოლო 12 წელიწადია, „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირა დამოკიდებულია ნაციონალური მოძრაობის მომსახურებაზე“
„თავისუფალი არჩევნებისთვის საჭიროა მთელი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. საარჩევნო ბარიერი ამ პროცესის ერთი შემადგენელია“
მარიამ მჭედლიშვილი
2 024 წლის საპარლამენტო არჩევებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა. თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლიან არჩევნებს ბევრი კომპონენტი ესაჭიროება. საქართველოში აქცენტი გადატანილია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka 333

როგორ დაკარგა თურქეთმა ძველი ფუნქცია, რატომ ეძებს ახალს და როგორ მოექცა საქართველო თურქეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ

თურქეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი რიტორიკა საკმაოდ შეიცვალა, კერძოდ, ისრაელ-„ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე საკმაოდ ყურადსაღებია რეჯებ ერდოღანის აგრესიული განცხადებები როგორც ისრაელის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით და იმას გარდა, რომ იხსენებს, ისრაელის დღევანდელი ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის მიწაზეაო. იმის გათვალისწინებით, რომ 1555 წლის ამასიის ზავით ოსმალეთმა და სპარსეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ფაქტია, რომ დასავლეთ საქართველოსაც შეიძლება, ეწოდოს ოსმალეთის იმპერიის მიწა. თურქეთის პირველი პირის აქტივობებზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

- როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის პრეზიდენტის დაუფარავი პრეტენზია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი? მართალია, ჩვენ შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი ლოგიკა გულისხმობს დასავლეთ საქართველოსაც. ვრცლად »

mamuka777

მამუკა გიორგაძე – პოლიტიკური სპექტრის წარმომადგნელები ტელე – ეთერებში არიან მგლები, სამყაროს ამომტრიალებლები, რეალურ ცხოვრებაში კი – ხელის ბიჭები

მამუკა გიორგაძე – ასეთი დაბალი პოლიტიკური კლასი და  პოლიტიკური აზროვნება საქართველოში არასდროს  ყოფილა

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე,  საქართველოს პარლამენტის ორგზის მოწვევის დეპუტატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ პოლიტიკოსთა შორისაა, ვინც ქართული პოლიტიკის ავანსცენაც კარგად იცის და მისი კულისებიც. პოლიტიკაში გატარებული თითქმის ხუთი ათეული წლის  და  დიდი გამოცდილების დამსახურებით ის  საუკეთესო შემფასებელია იმ პროცესის, რაც საქართველოს უახლეს წარსულში განვითარდა.პოლიტიკური კლასის დაბალი დონე და კადრს მიღმა დარჩენილი მოვლენები - მამუკა გიორგაძე ქართული პოლიტიკის უცნაურობებსა და იმ პროცესებზე გვიყვება, რომლითაც ბოლო წლების ქართული პოლიტიკაა გაჯერებული.       ვრცლად »

Powered by WordPress